19:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 11:55:28, 2718 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მსახიობისა და შოუმენის ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებით დასრულდა.

არჩევნებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 21 აპრილს ჩატარდა, ხმათა უმრავლესობა 73.3% ზელენსკიმ მოიპოვა, ხოლო მისმა ოპონენტმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხმების 24.57% მიიღო. 

პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთს წარმატებები ისურვეს. პეტრო პოროსენკომ აღნიშნა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და "უკრაინისთვის ბრძოლას გააგრძელებს". თავის მხრივ, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა მისცა, რომ მათ იმედებს არასდროს გაუცრუებს. 

ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვება მსოფლიო ლიდერებმა უკვე მიულოცეს. ერთ-ერთი პირველი ვინც უკრაინელ კოლეგას წარმატებები უსურვა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. დონალდ ტრამპმა ზელენსკიმ არჩევნებში გამარჯვება სატელეფონო საუბრის დროს მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მუდამ დაუჭერს და ვაშინგტონი ოფიციალური კიევის ურყევი პარტნიორი იქნება. 

ზელენსკის გამარჯვება კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომაც მიულოცა. პრემიერმა შესაბამისი განცხადება Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

"ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, რათა უკრაინასა და კანადას შორის კავშირები უფრო გამყარდეს და ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობები შეიქმნას", - წერს კანადის პრემიერი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინამ გადაწყვიტა შეცვლილი და ლიეტუვა ამას მიესალმება. 

"უკრაინელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ და გვჯერა, რომ ყველა ცვლილება ხელს შეუწყობს უკრაინას ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანდეს. ძალიან ბევრი შრომა ჩაიდო, ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა. უკრაინა ევროპაა!", - წერს ლინკევიჩუსი. 

ნატო-ს გენერალური მდივანი ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორია. 

ზელენსკის გამარჯვება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც მიულოცა. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ევროკავშირი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისივე შეფასებით, უკრაინაში ძააუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 


 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics