2019-04-22 11:16:17, 2902 ნახვა
მსოფლიო
შრი-ლანკაში 8 აფეთქება მოხდა - დაღუპული 290-მდე ადამიანი
შრი-ლანკაში 8 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 290-მდე ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის დროს 500 ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, პოლიციამ 24 ადამიანი დააკავა.
მედიის ცნობით, შრი-ლანკის ხელისუფლებას თავდასხმებთან დაკავშირებით უკვე აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ნაკლებად ცნობილ ისლამისტურ დაჯგუფებას უკავშირდება. დაღუპულებს შორის სულ მცირე 35 უცხოელია. შრი-ლანკის მთავრობამ მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან