07:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-21 18:53:27, 1520 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - შექმნილი ვითარება პრობლემას უქმნის არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე პანკისის ხეობაში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, მიუღებელია ფიზიკური წინააღმდეგობა პოლიციის და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

„უკიდურესად შეშფოთებული ვარ პანკისში ხეობაში შექმნილი ვითარებით. პირველ რიგში, მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ მიუღებელია ფიზიკური წინააღმდეგობა პოლიციის და ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია, მძაფრი უთანხმოების შემთხვევაშიც კი პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუციების და მათ შორის - პოლიციის მუშაობას. მაგრამ ასევე სრულიად ცალსახად ვაცხადებ, რომ გადაწყვეტილება პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის და მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური პროტესტისთვის ძალის დემონსტირებითა პასუხის შესახებ წარმოადგენს სრულიად მავნებლურ, გაუაზრებელ და უგუნურ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან. „-აცხადებს ბაქრაძე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის აზრით, შექმნილი ვითარება პრობლემას უქმნის არამხოლოდ ხელისუფლებას, არანედ ქართულ სახელმწიფოს, ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობასა და კანონის პატივისცემას.
 

„სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო პანკისის ხეობის მოსახლეობას: ჩვენ გვესმის თქვენი სოციალურ - ეკონომიკური პროტესტის, ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა რომელიც წლების მანძილზე შეიქმნა ხეობაში, მაგრამ ჩვენი ყველას ვალია, პატივი ვცეთ კანონს და ვაჩვენოთ, რომ ყველა ვართ ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები ვისთვისაც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია სიმშვიდე, წესრიგი და სტაბილურობა.

ამავე დროს, კატეგორიულად მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოსახლეობასთან კუნთების თამაში და ძალის დემონსტრირება, თავი დაანებოს სპეცრაზმის ენაზე საუბარს, დასხდნენ და ესაუბრონ პანკისელებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ის პრობლემები და არა მხოლოდ კონკრეტული ჰეს-ის თემა, რომლებიც წლებია აწუხებს პანკისის ხეობის მოსახლეობას.

ჩვენი ყველას ვალია, დავიცვათ სახელმწიფოში წესრიგი და სიმშვიდე, რომელიც დღეს ხიფათის წინაშე დააყენა ხელისუფლების უგუნურმა ნაბიჯებმა. სწორედ ამიტომ, როგორც პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი და ამ ქვეყნის მოქალაქე, მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში ჩავერთო და მონაწილეობა მივიღო პანკისის ხეობაში ვითარების დამშვიდებაში, სიმშვიდის, კანონის და წესრიგის პატივისცემის და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების პროცესში.“ - დავით ბაქრაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics