|
2019-04-21 18:17:24, 1537 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მოუტანს სარგებელს ამ კონკრეტულ ხეობას
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მათთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში. „დღევანდელი შემთხვევა იყო ძალიან მძიმე ყველასთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს შემთხვევა იყო უმძიმესი ხეობის მოსახლეობისთვის და საქართველოს პოლიციისთვის. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ აი ამ უხუცესი ადამიანების სიბრძნის და სახელმწიფოს თმენის ვალდებულების გათვალისწინებით, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მოუტანს სარგებელს ამ კონკრეტულ ხეობას, კონკრეტული სოფლების მცხოვრებლებს, ასევე, გააძლიერებს ჩვენს მეგობრობას მომავალში და ჩვენს ძმობას, ერთიანი, განუყოფელი საქართველოს მშენებლობისათვის. რაც შეეხება ჩვენს შეთანხმებას, ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივიც და ამავდროულად, რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული შესაბამისობით აგებს პასუხს - ეს ერთი. მეორე - ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს და სანამ მხარდამჭერის კონკრეტულ, ზღვრულ რაოდენობას არ მიაღწევენ, ისინი ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გააგრძელებენ მათთან საუბარს. თუმცა, აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგს და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი და მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ და ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)