07:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-21 16:49:31, 1532 ნახვა

პოლიტიკა
თავისუფალი დემოკრატები - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვეღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვეღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს და პანკისის ხეობაში, საკუთარ მოქალაქეებს პოლიციის სპეცრაზმის, სპეცტენიკისა და ცრემლსადენი გაზის ენით ესაუბრება. - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„უღირსია ხელისუფლების ასეთი მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ძალისმიერი სპეცოპერაცია ხელისუფლებამ მაშინ განახორციელა, როდესაც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა და სხვა მინისტრების მოლაპარაკება პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

მოლაპარაკების წარმოების დროს არანაირი ძალისმიერი მოქმედებები არც ერთი მხარის მხრიდან არ ხორციელდება და ამ წესს ოდითგანვე იცავენ ყველა ადგილსა და სიტუაციაში. ეს წესი უღირსად დაარღვია დღეს „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ შეკითხვას აჩენს. რატომ სურს დღევანდელ ხელისუფლებას სიტუაციის დაძაბვა და გამწვავება პანკისის ხეობაში, რასაც ის უკვე წლების მანძილზე ახორციელებს? რა მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“  ასეთი უგუნური საქციელი? ეს არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის სიბეცე და უუნარობა მართოს სახელმწიფო, თუ ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრის ხელიც ურევია მათ ასეთ მავნებლურ მოქმედებაში?

ნებისმიერ შემთხვევაში, მივმართავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედება პანკისის ხეობაში; გამოყონ სამთავრობო ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობასთან რეალური მოლაპარაკებებისთვის, რათა მხოლოდ მათთან შეთანხმების პირობებში განხორციელდეს ნებისმიერი სახის სამუშოები ხეობაში და მართალი ინფორმაცია ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ ამცნონ საზოგადოებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების ნეგატიურ შედეგებზე არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მათ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება. - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics