08:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 14:59:32, 639 ნახვა

ეკონომიკა
ქონების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, აღნიშნული  სააგენტოს თავჯდომარე ეკატერინე სისაურმა განაცხადა, შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 26 ივნისს სრულდება.

მისი თქმით, აღნიშნული შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

„29 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა  სააგენტომ  პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად გამოიტანა თბილისში,  ჭანტურიას N 12-ში არსებული შენობა, რომელშიც თავად ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული. უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს, 4200 კვ.მ -ზე , მასზე  არსებულ შენობა-ნაგებობის ფართობით, 11200 კვ.მ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვრულია 6 მილიონი აშშ დოლარით. ძირითადი საინვესტიციო ვალდებულება მყიდველის მიერ  3 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყებაა. აღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში დაინტერესება საკმაოდ მაღალია. სააგენტოში უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა რამდენიმე კომპანიის განცხადი პრივატიზებასთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ გამოცხადებული აუქციონი 26 ივნისს სრულდება და ამ 2 დღის ვადაში ყველა დაინტერესებულ პირს მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა სისაურმა.

მისივე თქმით, შენობის პრივატიზებით საკმაოდ სოლიდური კომპანიები დაინტერესდნენ.

რაც შეეხება, თუ  სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო, სისაურის განცხადებით,  რამდენიმე ალტერნატივა არსებობს და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics