06:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 20:08:46, 1760 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: რუსთავი 2“ არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო არის სამართლიანი

„რუსთავი2“ არის საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო არის სამართლიანი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე“ დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოში არის სამართლიანი სასამართლოა და ის კანონიერ მესაკუთრეებს წართმეულ ქონებას უბრუნებს.

„რუსთავი 2“ არის შესანიშნავი საქმე, ყველამ იცის რა მოხდა „რუსთავი 2“-ში, როგორ წაართვით ბატონო გიგა კანონიერ მესაკუთრეს „რუსთავი 2“ და მართალია ნაწილობრივ არის თქვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მაინც ხართ ერთად. დღემდე „რუსთავი 2“ არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში, იყო კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დღეს „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხიეილ სააკაშვილის საკუთრებაში და ერთადერთი, რაც თქვა სასამართლომ, 9 მოსამართლემ სხვათაშორის, რომელიც დღეს წარმოდგენილია უზენაეს სასამართლოში, ცხრავე მოსამართლემ ერთხმად თქვა, რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა „რუსთავი 2“. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ეს იცის ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება სტრასბურგი თუ გაინტერესებთ, სტრასბურგს არსად არ უთქვამს რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო. „რუსთავი 2“ არის ზუსტად საუკეთესო ილუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს მათ შორის, წართმეულ ქონებებს, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენს მიერ წართმეული კიდევ ბევრი ქონება უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს, ადამინების უფლებები უნდა იყოს დაცული, „ნაცმოძრაობა“ თავისი რევანშისტული მიდგომებით, უნდა ჩაბარდეს წარსულს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics