06:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 19:37:36, 1423 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი „ოცნებას“: შუშის სასახლეში შეიკრიბეთ და ბიძინას მითითებები იქვე დაამტკიცეთ - ნუ ფლანგავთ ხალხის ფულს

ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე , სადაც უმრაველსობის მიერ ინიცირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტი მეორე მოსმენით იხილება, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

სამადაშვილმა კობახიძეს მოუწოდა განემარტა, თუ რისთვის დასჭირდა მმართველ გუნდს ორი დღე განსახილველად და აღნიშნა, რომ უმრაველსობამ „მასკარადი“ მოაწყო.

„ბატონო ირაკლი, თქვენი გამოსვლიდან გასაგებია, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცდება დღეს პარლამენტში, იმიტომ რომ საჭირო არის ასე „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, ეს განცხადება გააკეთეთ თქვენ დღეს, რომ ყველაზე სამართლიანი სასამართლო ჰყავს დღეს სასამართლოს და ეს კარგად აისახა „რუსთავი 2“-ის საქმის გადაწყვეტილებაში და ამიტომ „კლანი“ უნდა დარჩეს ადგილზე. ამიტომ რას მოაწყვეთ ეს ორდღიანი მასკარადი?! რას ფლანგავთ ქართველი ხალხის ფულს საპარლამენტო განხილვებზე და რა აზრი აქვს საერთოდ დალოდებას თქვენი ახალი ტექსტის. შუშის სასახლეში შეიკრიბეთ ხოლმე და იქვე დაამტკიცეთ ბიძინას მითითებები და ბრძანებები. რას გვაკარგვინებთ ამ დროს და როგორ აკადრებთ საქართველოს პარლამენტს, რომ კანონპროექტს კენჭს აყრევინებთ და დარიგებულიც არ გაქვთ კანონპროექტი და ნუღარ ფლანგავთ უაზროდ ქართველი ხალხის ფულს, ისედაც არ აქვთ ბევრი“, - მიმართა სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics