06:27 - 12 May, 2026
|
2019-04-19 19:02:03, 1572 ნახვა
პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერია უცენზურო სიტყვებით მიმართა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ, გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა. ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება ბოკერიას იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლითაც მან სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართა: „მინდა გაგაფრთხილოთ ქალბატონო ნინო, რომ ახლა თქვენ იხილავთ ძალიან უცნაურ სპექტაკლს, როცა დაამთავრებთ გამოსვლას. უმრავლესობის ნაწილი დიდ მადლობას გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ კარგი კომენტარები გქონდათ, მეორე ნაწილი კი, დაგგმობთ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და გკითხავთ სად იყავით, 2012 წლამდეო. მე კი ვიცი სადაც იყავით, მაგრამ ამ ხალხს ეშლება“. პაპუაშვილმა გარდა უცენზურო სიტყვისა, ბოკერიას „ნაგავი“ უწოდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)