06:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 18:52:28, 1598 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ლომჯარიას - უმრავლესობის ნაწილი მადლობას გადაგიხდით, ნაწილი კი გკითხავთ - სად იყავით 2012 წლამდე?!

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე , სადაც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საკუთარ შეფასებებს აცნობს, „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და უმრავლესობის წევრ ზაზა პაპაუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 „მინდა გაგაფრთხილოთ ქალბატონო ნინო, რომ ახლა თქვენ იხილავთ ძალიან უცნაურ სპექტაკლს, როცა დაამთავრებთ გამოსვლას. უმრავლესობის ნაწილი დიდ მადლობას გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ კარგი კომენტარები გქონდათ, მეორე ნაწილი კი, დაგგმობთ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და გკითხავთ სად იყავით, 2012 წლამდეო. მე კი ვიცი სადაც იყავით, მაგრამ ამ ხალხს ეშლება“,  - მიმართა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას გამოსვლამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გაღიზიანება გამოწვია.

თავის მხრივ კი ბოკერიამ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„რატომ აღელდით? დამგმობი ჯგუფი გაკლიათ თუ შემქები? - მიმართა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს.

ამის შემდეგ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ბოკერიას შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართა.

რაზეც ბოკერიამ განაცხადა, რომ მისმა ცინიზმა ზედმეტად გააღიზიანაა მმართველი გუნდი.

„ეს რობოტი ვინ იყო? ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან ძალიან უზრდელი. ძალიან აღელდა ეს ხალხი. მთელი დღე ეძინათ და ახლა აღელდნენ. დაამშვიდეთ ეს ხალხი ან მოდით და ახლოს დამელაპარაკეთ ხოლმე შესვენების დროს თუ რამე პრეტენზიები გაქვთ და ასე გიდუღთ სისხლი. ახლა რომ მორჩება, გელოდებით ყველას ვინც უკნიდან ყვირიხართ ხოლმე“, - აღნიშნა ბოკერიამ.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics