|
2019-04-19 17:58:36, 1479 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი ლომჯარიას: რის გამო მობრძანდით პარლამენტში?! – გთხოვთ, კარგად ჩამოაყალიბეთ და დაგვემშვიდობეთ
რისი თქმა გინდათ?! რა საფრთხე დაინახეთ?! - ამ კითხვებით პარლამნეტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა. დეპუტატმა ომბუდსმენს მიმართა განემარტა ის მიზეზები, თუ რატომ მოითხოვა პარლამენტში გამოსვლა. „ქალბატონო ნინო, მე მაინტერესებს, თქვენი, როგორც არამარტო სახალხო დამცველის, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქის პოზიცია და ასევე ის ემოცია, რამაც დღეს აქ მოსვლა გადაგაწყვეტინათ. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სპეციალური მუხლის მითითებით თქვენ ითხოვთ პარლამენტის წინაშე წარდგენას. ანუ რაღაც გაქვთ სათქმელი, რაღაც გინდათ უთხრათ ადამიანებს, რომლებმაც თქვენ მხარი დაგიჭირეს, როგორც სახალხო დამცველს, მაგალითად, ბატონ ირაკლის, ანრის, მეც უნდა მითხრათ, თუმცა თქვენ იცით, რომ მე არ დამიჭერია თქვენთვის მხარი და ალბათ ამას ძალიან არ განიცდით, მაგრამ თქვენ აქ მობრძანებული ხართ და განიცდით სხვა საკითხს, სასამართლოს საკითხს და გინდათ განსაკუთრებით ესაუბროთ უმრავლესობას. აი რას ეუბნებით?! რისი თქმა გინდათ?! რა საფრთხე დაინახეთ. იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება თქვენც შეგეხებათ, რაღაც რომ მოხდეს. მე მინდა ეს ემოცია თქვენგან დავინახო, რის გამო მობრძანდით საქართველოს პარლამენტში?! რისი თქმა უნდა ადამიანს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იცავს ადამიანების უფლებებს, ძალიან გთხოვთ, ეს კარგად ჩამოაყალიბეთ, თქვენი ბოლო სიტყვა თქვით და დაგვემშვიდობეთ“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა სახალხო დამცველს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)