06:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 17:16:29, 1368 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს

საქართველოს პარალამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისია ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს.  მისიის ხელმძღვანელად გიგი წერეთლის დანიშვნის გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, მიროსლავ ლაიჩეკმა მიიღო.

,,უკრაინის არჩევნების მეორე ტურის მაღალი სტანდარტით ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს უპირველეს ყოვლისა უკრაინელი ხალხისათვის, ნდობის ასამაღლებლად  ახალი არჩეული პრეზიდენტისადმი და ზოგადად ხელისუფლებისადმი. ასევე ქვეყნის თავდაცვისა და რეფორმების განსახორციელებლად საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებისათვის. ეს არჩევნები არაორდინარულ ვითარებაში იმართება, რაც განპირობებულია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხელი კონფლიქტით. ამიტომ არსებული გამოწვევების დასაძლევად,  არჩევნების    მაღალი სტანდარტით ჩატარება, უკეთეს პირობებს შექმნის",  - განაცხადა გიგი წერეთელმა.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეუთოს 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს. ისინი სხვა აკრედიტებულ ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.

სადამკვირვებლო მისია საზოგადოებას არჩევნების შეფასების დასკვნას, 22 აპრილს სპეციალურ ბრიფინგზე გააცნობს, რომელსაც გიგი  წერეთელი,  როგორც სპეციალური კოორდინატორი,  გაუძღვება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics