06:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 17:00:22, 1406 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი: ნინო გვენეტაძე ამბობდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო - ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხები არ მოგვისმენია

"ნინო გვენეტაძე ამბობდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი - დამაჯერებელი პასუხები ამაზე, დღემდე არ მოგვისმენია", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ის პირადად შეხედრია მოსამართლეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გამხდარა.

„ალბათ ყველას გვახსოვს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო გვენეტაძე, ის სრულიად მოულოდნელად გადადგა და მანამდე მან არაერთგზის გააკეთა განცხადება და აღნიშნავდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან, ეს არის მისი სიტყვები. სამწუხაროა, რომ დღემდე ჩვენ არ მოგვისმენია დამაჯერებელი პასუხები მის მიერ გაკეთებულ გადადგომის განცხადებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

მე, პირადად შევხვედრილვარ ყოფილ მოსამართლეს, რომელიც ამბობდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ, რომელსაც თავის მხრივ ზურგს უმაგრებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს მოსამართლე საუბრობდა უამრავ პრობლემაზე, რომელსაც მას უქმნიდნენ სამოსამართლო უფლებამოსილების ფარგლებში და რაც აფერხებდა მისი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას“, - აღნიშნა ლომჯრიამ.

ცნობისთვის, პლემარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით,  საქართველოს სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიას აფასებს და დეპუტატებს საკუთარ შენიშვნებს აცნობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics