|
2019-04-19 16:43:29, 2121 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - „Standard&Poors“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს
„Standard&Poor's"-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს განსაკუთრებით დასაფასებელია იმის ფონზე, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტები რეგიონში ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ და საქართველო ამ კონტექსტში ერთადერთ პოზიტიურ მაგალითად განიხილება. „ჩემთვის პირადად არცერთ სარეიტინგო მიმართულებაში დაწინაურებას არაფერი მნიშვნელობა არ ექნება თუ ეს კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს. ეს ნამდვილად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რადგან ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილებს და უფრო იაფ ფულს და საკრედიტო რესურსს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები დადებით შეფასებას აძლევენ. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor's" - მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -" - ის დონეზე დაადასტურა.
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)