06:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 13:39:32, 1517 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: ბუტაფორია მინისტრების გადაადგილებით არაფერი იცვლება - სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს

ბუტაფორია მინისტრების გადაადგილებით არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორია მზიან ადგილზე რომ დადგა, შესაძლოა სხივები დაგიჩრდილოს, - ამ სიტყვებით ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქობულიასთაან ერთად კიდევ ორი მინისტრი დაინიშნა, თუმცა ისინი თანამდებობებზე რჩებიან, ქობულია კი ბიძინა ივინიშვილის დავალებებს არ ასრულებდა.

„მინისტრები ივანიშვილის ხელში ბუტაფორიები არიან, ბუტაფორიების გადაადგილებით არსებითად არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორიაც კი რაღაცას ხელს უშლის, მზიან ადგილზე რომ დადგა, შესაძლოა მზის სხივები დაგიჩრდილოს. როგორც ჩანს, ქობულიამ ივანიშვილს სადღაც გადაურბინა. როგორც ამბობენ, ის ყველა მის დავალებას არ ასრულებდა, სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც მთავრობაში დატოვა. ფინანსთა სამინისტროში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, რომელსაც ეკონიმიკის მართვის რეალური ბერკეტები აქვს. ეკონომიკის სამინისტრო თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე მაინც მეორეხარისხოვანია. განათლების მინისტრი მასთან ერთად დაინიშნა და ხედავთ, განათლების სისტემაში როგორი სკანდალებია. მაგრამ სამი ახალი დანიშნულიდან ორი დატოვა, ერთი გაუშვა. ეკონომიკაში საქმე ცუდადაა, მაგრამ ეს მარტო ერთ მინისტრზე დამოკიდებული არ არის. ეს ივანიშვილის მმართველობის შედეგია“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics