|
2019-04-18 13:39:32, 1259 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ 2012-2018 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა
განხორციელებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, პარტიის ხელმძღვანელობასა და მხარდამჭერებს 2012-2018 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას, ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს განვითარების პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა გააცნო. „ყველასთვის ცნობილია, რომ 2012 წლამდე ჩუღურეთი ყველასგან მივიწყებული რაიონი იყო, მიუწესრიგებელი ინფრასტრუქტურითა და რთული სოციალური მდგომარეობით. იმ პერიოდის ჩუღურეთის მდგომარეობას დღევანდელობას ვერც კი შევადარებთ. ჩვენ მოვაწესრიგეთ ყველა მთავარი და თითქმის ყველა შიდა გზა, ყველა უბანში გვაქვს მწვანე სირცეები: სკვერები, ბაღები ან სპორტული მოედნები. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს რაიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გპირდებით, რომ განვითარების ეს ტემპი კვლავ გაგრძელდება, ჩვენი რაიონი გახდება უფრო და უფრო მიმზიდველი და საცხოვრებლად მეტად კომფორტული თითოეული თქვენგანისთვის“, - განაცხადა რიმა ბერაძემ შეხვედრას "ქართული ოცნების" ლიდერები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. დამსწრეებს სიტყვით „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ მიმართეს. ღონისძიებას „ქართული ოცნების" ჩუღურეთის ორგანიზაციის 500-მდე მხარდამჭერი დაესწრო. პარტიის რაიონული ორგანიზაციების ანგარიშების წარდგენა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც გაიმართება.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)