|
2019-04-18 12:29:33, 1449 ნახვა
პოლიტიკა
„უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეების გამოცდების გაუქმებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გაითვალისწინა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილება პოლიტ-საბჭოს შეხვედრის დასრულების ჟურნალისტებს გააცნო. მისი განცხადებით, ისინი კომისიის სამართლებრივ ნაწილს თითქმის სრულად ითვალისწინებენ. „იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ, მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს და კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად, ეს რეკომენდაცია სრულად შესრულდება. რაც შეეხება გამოცდის თემას, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გვეუბნებოდა, რომ დავბრუნებოდით ამ საკითხს და კიდევ ერთხელ გვემსჯელა. ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ არჩილ თალაკვაძემ ასევე, ისაუბრა ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციაზეც, რომელიც, ამ ეტაპზე , მოსამართლეების მხოლოდ ნაწილის დანიშვნას გულისხმობდა. მისი თქმით, რეკომენდაცია იყო პარკამენტს კონსულტაცია გაევლო სასამართლო ხელისუფლებასთან უზენაეს სასამართლიში დასამტკიცებელი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად გააკეთებენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)