05:38 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 18:42:59, 1552 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო: პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე გავლენის მოხდენა პროცესის პოლიტიზაციის რისკებს შეიცავს

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა, რომელიც დღეს, გამოქვეყნდა.

როგორც ODIHR-ის მოსაზრებაშია ნათქვამი, მოსამართლეების დანიშვნის დაჩქარებული პროცედურები შეშფოთების საფუძველს ქმნის.

"კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევა ძირს უთხრის დამსახურების მიხედვით შერჩევის სისტემას, ამიტომ უნდა ჩანაცვლდეს ისეთი პროცედურით, რომლითაც კანდიდატებს მკაფიოდ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებით დანიშნავენ. გარდა ამისა, თუ იუსტიციის საბჭოს წევრს, ექნება სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში მიიღოს მონაწილეობა, მან უნდა დატოვოს თანამდებობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა შერჩევის/დანიშვნის პროცედურებში. ასევე, იმ კანდიდატებს არ უნდა უწევდეთ გამოცდის ჩაბარება, რომლებსაც მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ეს გამოცდა უნდა ჩანაცვლდეს ისეთი სახის ტესტირებით, რომელიც მიზანშეწონილი იქნება ყველა კანდიდატისთვის. ამასთან, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, თავმჯდომარის არჩევა და ამით გავლენის მოხდენა საბოლოო შემადგენლობაზე პროცესების პოლიტიზირების რისკებს შეიცავს და შესაძლოა, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ზიანი მიაყენოს. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში პარლამენტის როლი უნდა შეიზღუდოს და მას მხოლოდ ზედამხედველობის ფუნქცია დაეკისროს< - ნათქვამია ეუთო-ს მოსაზრებაში. 

ცნობისთვის, ზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები ვენეციის კომისიამაც გამოაქვეყნა





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics