|
2019-04-17 18:38:18, 1468 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა
ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით შეიმუშავა, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, კანონპროექტის განხილვების დროს ცვლილებების შეტანა ს რეგლამენტით შესაძლებელია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა დღის პირველ ნახევარში კანონპროექტის განხილვის დაწყება. „ვენეციის კომისიის დასკვა იყო საჯარო, როგორც კი გამოქვეყნდა ყველა ადამიანისთვის და პრაქტიკულად უმრავლესობის ყველა წევრს ქონდა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდა ამ დასკვას, უბრალოდ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ხვალ დილიდან გაგრძელდეს განხილდა პლენარულ სესიაზე განპირობებული იყო იმით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხომ უნდა აისახოს კანონპროექტის ტექსტში და სწორედ ტექსტის ეს რედაქცია გვსურს და სჭირდება დეპუტატებს, რომ ჰქონდეთ, რომ უკვე ხვალ გავაგრძელოთ განხილდა იმ წერტილიდან სადაც ტექსტში ასახული იქნება ეს რეკომენდაციები ძირითადად ამას უკავშირდება სხდომის განახლება ხვალ. ცვლილებების შეტანა კანონპროექტის ტექსტში არის რეგლამენტით შესაძლებელი მისი განხილვის დროს, შესაბამისად ის რეკომენდაციები რაც ვენეციის კომისიამ შემოგვთავაზა დღეს სწორედ პლენარულზე პროექტის განხილვის დროს უნდა ყოფილიყო დასმული და ასახული ტექსტში, სწორედ ამას ემსახურებოდა ის რომ დღეს ჩვენ დავიწყეთ უკვე დღისპირველი ნახევრიდანვე კანონპროექტის განხილვა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)