05:38 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 16:58:04, 1507 ნახვა

პოლიტიკა
რეგლამენტის სავარაუდო დარღვევა პარლამენტში - დეპუტატები ხმას სხვისი პულტით აძლევდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ზოგიერთმა დეპუტატმა კენჭისყრაში სხვისი პულტით მიიღო მონაწილეობდა. 

სამადაშვილის განცხადებით, მას აქვს ვიდეომასალა, თუ როგორ არღვევს უმრავლესობის დეპუტატი რეგლამენტს და ხმას სხვისი პულტის გამოყენებით აძლევს.

„ჩვენი მუშაობის პირობები რომ გაამკაცრეთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ როგორც ჩანს, პარლამენტში ზოგიერთი კოლეგა კენჭისყრაში სხვის მაგივრად მონაწილეობს. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, რომელიც ამას ადასტურებს. ამ წუთასაა დაფიქსირებული უმრავლესობის წევრები როგორ აძლევენ ხმას სხვა დეპუტატების ნაცვლად. ვითხოვ, რომ ეს მასალა პარლამენტის შესაბამისმა უწყებამ შესასწავლად მიიღოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა სანქციები როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრთა მიმართ განახორციელოს.

„წინა სხდომაზე მე გავაკეთე განცხადება სხვისი პულტების გამოყენების შესახებ და  შესაბამისი რეაგირება მოვითხოვე, მაგრამ თურმე იმიტომ, რომ სხდომის წამყვანმა იმ წუთსვე არ მისცა დავალება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, ეს საკითხი არ შეისწავლება. ახლა, როდესაც გაირკვა, რომ თურმე ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელია, ახლა შეისწავლება. ასე რომ,  ბატონო ირაკლი, კატეგორიულად ვითხოვთ, თუ იმ ადამიანების მიმართ არ მოხდება სანქციების გამოყენება, ნებისმიერი სხვა სანქცია, რომელიც იქნება გამოყენებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი უმრავლესობის ხელში,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ამ პრაქტიკას უკლებლივ ყველა ფრაქცია მიმართავს“ . მისივე ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლმა დღეს რეგისტრაცია სხვისი პულტით გაიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics