|
2019-04-17 14:40:17, 2373 ნახვა
ეკონომიკა
„ფორბს საქართველოს“ მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია
Forbes Georgia-მ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა საქართველოში არსებული ტოპ-100 უმსხვილესი კომპანიის სია. ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენებლო, ტურიზმის, კვების, სამთო-მოპოვების, მრეწველობის, აზარტული თამაშების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში ჩართული კომპანიები. ჰიპერმარკეტი „გორგია“ (შპს „ბი ემ სი გორგია“) საერთო სიაში 38-ე ადგილზეა, ხოლო სამშენებლო-სარემონტო მასალებით ვაჭრობის სფეროში უპირობო ლიდერია. როგორც კომპანია „გორგიაში“ განგვიმარტეს, მათი წარმატების მთავარი ფორმულა მომხმარებელზე ორიენტირებაა, რაც გამოიხატება მათთვის მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი და საუკეთესო ფასების შეთავაზებით, მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნით, სერვისის სრულყოფითა და, ზოგადად, კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით: „გორგია“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ვმუშაობთ ჰიპერმარკეტის განვითარებაზე, სერვისის სრულყოფაზე და მომხმარებელის კმაყოფილების ამაღლებაზე, რის შედეგადაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების პროდუქტების სფეროში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია მთელ ამიერკავკასიაში, სადაც მომხმარებელს შეუძლია, ერთ სივრცეში შეიძინოს 50000-მდე დასახელების პროდუქტი ყველაზე დაბალ ფასად“.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)