05:37 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 14:33:54, 1341 ნახვა

პოლიტიკა
ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გაცნობის მიზნით ჩამოვიდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლუქსემბურგელ კოლეგას და ვიცე-პრემიერს ფელიქს ბრაზს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთი დღით, სპეციალურად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გასაცნობად ჩამოვიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ლუქსემბურგის პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას უძღვება, ამიტომაც მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველოში თეა წულუკიანის ინიციატივით განხორციელდა. ინოვაციური საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიურად შეაფასეს დასავლეთის ქვეყნებმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათი შეფასებით, რეფორმის შედეგად შეიქმნა სპეციალიზებული ინსტიტუტი ბავშვთა მართლმსაჯულებისათვის, რომელიც  კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს, დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებსა და იმ ბავშვებს, ვისაც შეიძლება, მოწმის სტატუსი ჰქონდეს, სთავაზობს ისეთ მიდგომებს, რომლებიც  განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც  საყურადღებოა ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცულობის კუთხით.

თეა წულუკიანი ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრს მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღაზე, აგრეთვე საარბიტრაჟო სისტემისა და მედიაციის განვითარებაზეც ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, 2018 წლის დეკემბერში საერთაშორისო-სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსთან გაფორმებული მემორანდუმი სქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, იქცეს რეგიონის ბიზნეს და საარბიტრაჟო ცენტრად.

ლუქსემბურგის დელეგაცია  იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელსაც შეხვდება,  ფელიქს ბრაზი აღდგენითი მართლმსაჯულების დანაშაულის პრევენციის პროგრამებს და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს გაეცნობა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აძლევს საშუალებას, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ალტერნატიული ფორმით და განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე.  დელეგაცია საქართველოს ხვალ, 18 აპრილს, დატოვებს.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics