05:37 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 14:24:36, 1476 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია კობახიძეს: პარლამენტის თავმჯდომარეობა უბრალოდ შემაღლებულზე ჯდომას არ ნიშნავს

მომისმინეთ რომ გელაპარაკებით... დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი, - ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტის მეორე მოსენით განხილვა მიმდიანრეობდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოსამართლეების თემა არის საკითხი, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.  

„ვერ გავიგე, ეს რა დამოკიდებულებაა? იქ, რომ ხართ ახლა თქვენ და რასაც გინდათ რომ დააჭერთ ხელს, ამიტომ ჩვენ აქ რასაც ვლაპარაკობთ, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს? დეპუტატები გეუბნებით, რომ განხილვისთვის ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი საკითხის, რომელზეც მსჯელობს მთელი არასამთავრობო სექტორი, მთელი საზოგადოება წუხს, საერთაშორისო თანამეგობრობაც ამ საგანგებო განცხადებებს აკეთებს. ამ საკითხზე გეუბნებით ელემენტარულ რაღაცას, რომ დაწერილი მინდა ვნახო, სანამ განვიხილავ. თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ მანდ რომ დაბრძანდით, რასაც გინდათ იმას გააკეთებთ ამ პარლამენტში. რას ნიშნავს არ გადავდებთ, დაწერილი მინდა ვნახო, რომ ვიმსჯელო ამ საკითხზე...  ჯერ ერთი, მომისმინეთ რომ გელაპარაკებით. ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი თქვენ მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს უბრალოდ შემაღლებულზე ჯდომას ან ინსტრუქციების  მიღებას და აქ გატარებას. როდესაც დეპუტატები გეუბნებიან, ყველა მხრიდან, რომ განხილვისთვის საჭიროა გაცნობა, გადადეთ ეს საკითხი. დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics