|
2019-04-17 12:49:50, 1281 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ აქცია-მსვლელობას გამართავს
„ევროპული საქართველო“ და თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს, - ამის შესახებ მთაწმინდის შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შავგულიძემ აღნიშნა, პროტესტის მიზანი საპარლამენტო უმრაველსობის მიერ წამოყენებული კანონპროექტის დაგმობაა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ მოსამართლეებს ეხება ამასთან, მისივე ცნობით, მსვლელობა 02:30-ზე დაიწყება. „ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ სრული კონტროლი განამტკიცოს სასამართლოს მთელ ვერტიკალზე, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, რომ ხვალ ხმა მისცეს კანონს, რომელიც იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარუდგინონ თვითნებურად, ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმების გარეშე მხოლოდ საკუთარი შეხედულობებისამებრ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ამ „კლანის“ მიერ შერჩეული იქნებიან არა სამართლის, არამედ ხელისუფლების მსახურებისათვის მზადყოფნის ნიშნით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებიდან ჩანს, „ქართული ოცნება“ არ აპირებს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და რომ არ დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომლის მიმართ საზოგადოების ნდობა არის დაბალი და ამ მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობამ არ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობა. ვინაიდან ეს დააზიანებს საოზგადოების ნდობას. „ქართული ოცნება“ ასევე არ აპირებს ვენეციის კომისიის, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის, საპარლამენტო თუ არასაპარლამეტო ოპოზიციის სხვა შენიშვნებიც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. შექმნილ ვითარებაში მივმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია სამართლის უზენაესობა, ვისაც სურს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება შემოგვიერთდით ხვალ საპროტესტო მსვლელობაში 2:30 საათზე უზენაესი სასამართლოდან პარლამენტამდე, რათა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრაველსობას დავანახოთ და ვეცადოთ შევასმინოთ საზოგადოების პროტესტი ამ მავნებლური კანონის მიმართ“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)