05:37 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 11:56:55, 1074 ნახვა

პოლიტიკა
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი: 2008 წლის აგვისტოს ომზე პოლიტიკური პასუხი სუსტი იყო

2008 წლის აგვისტოს ომზე პოლიტიკური პასუხი სუსტი იყო, - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ჰან ბინენდაიკი „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხად.

მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამერიკა, რომელიც იმ პერიოდში ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე ომით იყო დაკავებული, მოდუნებული იყო.

"რთულია იმის თქმა, თუ რა იყო გამომწვევი და რა შედეგი. თუმცა, ვიტყოდი, პოლიტიკური პასუხი იმაზე, რაც მოხდა საქართველოში, შედარებით სუსტი იყო. შეერთებული შტატები ავღანეთსა და ერაყში ორი ტრილიონი დოლარის ღირებულების ომში იყო ჩართული. ჩვენ ალბათ ყურადღება მოვადუნეთ, ხოლო ევროპელები არ იყვნენ დაინტერესებულნი მაშინ, საკუთარ თავზე მეტის აღებით”, - აღნიშნა ბინენდაიკმა.

გარდა ამისა, ბინენდაიკმა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ იმედი არ უნდა დაკარგოს.

"ვფიქრობ, გრძელვადიანი თვალსაზრისით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ალიანსში გაწევრიანების იმედი. ამას არ დავთმობდი და ალიანსისგან მოვითხოვდი დაპირების შესრულებას. თუმცა ამავდროულად, თქვენ შეგიძლიათ სხვა ნაბიჯები გადადგათ. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს საბჭო, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია, ნატო-ს წვრთნების პროგრამა და ორმხრივი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამ პრაქტიკული პოლიტიკური და სამხედრო საშუალებით, ეს კავშირები უნდა გაძლიერდეს რამდენადაც შესაძლებელია, რათა ამასთანავე რუსეთმა გაიგოს, რომ მას მძიმე ბრძოლა ელოდება, თუ საქართველოს მეტი ტერიტორიის დაკავებას ეცდება“,- აცხადებს ჰან ბინენდაიკი.

ამასთან, მკვლევარმა ნატო-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი საქართველოში შეჭრა გახდა.
"გარდამტეხი მომენტი 2007 წლიდან იწყება, პუტინის მიუნხენის სიტყვით და შემდეგ 2008 წელს საქართველოში შეჭრით. ეს იყო ინდიკატორი, რომ მდგომარეობა უარესდებოდა. 2014 წლისთვის ჩვენ ყირიმის ანექსია და დონბასის კონფლიქტი ვიხილეთ. ამის შემდეგ პუტინმა ბევრი სხვა რამ გააკეთა. ამიტომ, ალიანსმა პოლიტიკის შეცვლა დაიწყო, 2014 წლისთვის - უკვე რეალურად. და თუ სამიტის განცხადებებს ნახავთ, შეამჩნევთ, რომ წამყვან ქვეყნებს საერთო შეხედულება აქვთ რუსული საფრთხის ბუნებაზე, თუმცა რა თქმა უნდა განსხვავდება მათი პოზიციები. ბალტიისპირეთში ეს საფრთხე უფრო ნათლად აღიქმება, ნატოს სამხრეთში უფრო ნაკლებად. თუმცა, რაც შეეხება ნატოს ოფიციალურ რიტორიკას რუსეთის მიმართ - ის მკაცრია.

"პუტინი და კრემლი კარგად მანევრირებს, როცა საქმე ჰიბრიდულ ომს და ახალი თაობის საომარ მოქმედებებს ეხება. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, სოციალურ მედიას იყენებენ. და ამ მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა ქვეყანაში ისინი ძალიან ეფექტურად მოქმედებენ. რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ პოპულისტი მმართველები გვყავს, რომლებსაც კრემლთან უფრო და უფრო ახლო კავშირები აქვთ, რაც შემაშფოთებელია",-განაცხადა მკვლევარმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics