|
2019-04-17 10:29:18, 1214 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტი იმყოფება
საქართველოს დღეს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს და მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებიც მიიღებენ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრციის უფროსის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული, რადგან კვიპროსის სახელმწიფოს მეთაური საქართველოში პირველად ჩამოდის. „შეხვედრებზე განხილული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინირებული მუშაობის საკითხები. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები, სადაც გვჭირდება კვიპროსის მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირის, ასევე, გაეროს ფორმატში",- აღნიშნა ლაშა ჟვანიამ. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის, ანდრი ანასტასიადისისა და კვიპროსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ხვალ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს დახვდნენ: საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში რევაზ ლომინაძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია. კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჰელენა მინა, კვიპროსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი პანტელის პანტელიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები: ნეოფიტოს კონსტანტინუ და ჯორჯ სტავრინუ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)