|
2019-04-17 10:06:08, 1030 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პრაღაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა დავაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრისას ისაუბრა ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სტრატეგიული და კულტურულიურთიერთობების გაღრმავების შესახებ, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე. „ჩეხეთის რესპუბლიკა არის საქართველოს სუვერენიტეტისა და მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერი. ევროპულიოჯახის წევრობა გახლავთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ვაფასებ ჩეხეთისმხარდაჭერას ამ კუთხით. მჯერა, რომ ერთად შევუწყობთ ხელს პარტნიორობის გაღრმავებას, ახალი ინვესტიციებისგანხორციელებას და ქართველ და ჩეხ მეწარმეებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას" - აღნიშნა თორნიკერიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესადმიმიძღვნილ კონფერენციაზე იმყოფება, სადაც „სავაჭრო და ეკონომიკური დაახლოება ევროკავშირსა და აღმოსავლეთპარტნიორებს შორის" სიტყვით გამოვიდა. თორნიკე რიჟვაძემ პრაღაში, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ჩეხეთის ტურ-ოპერატორებსა დასამოგზაურო სააგენტოების ასოციაციის (ACCKA) აღმასრულებელ დირექტორთან ტერეზა პიჩკოვასთან და ჩეხეთისგანვითარების სააგენტოს (CzDA) დირექტორთან პაველ ფრელიხთან.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)