12:45 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 19:11:13, 1864 ნახვა

სამართალი
„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან 3 მუშა გადავარდა - ვიდეო

"პანორამა თბილისის" მშენებლობიდან 3 მუშა გადავარდა, - ამის შესახებ ვიდეომასალა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. 

კუპრაძის თქმით, ისინი ორ ყრუ კედელს შორის, ნახევარ მეტრიან სივრცეში ჩავარდნენ.  ვიდეოკადრებში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა ჩანს, რომ მუშებს სპეციალური აღჭურვილობა  არ ჰქონდათ.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 


 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics