|
2019-04-16 19:06:32, 2362 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა მიქავამ ბაჰრეინში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ ბაჰრეინის სამეფოში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მინისტერიალი ყოველწლიურად გლობალური სამეწარმეო ქსელის ფარგლებში იმართება და აერთიანებს 170-ზე მეტი ქვეყნიდან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, ინოვაციური მეწარმეების ხელშემწყობ ორგანიზაციებს და ა.შ. მინისტერიალზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ლაშა მიქავამ მოხსენება გააკეთა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც საქართველო საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს. მინისტერიალის ფარგლებში, ლაშა მიქავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთანაც განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მინისტერიალის ორგანიზატორებთან განიხილა საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)