04:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 16:04:31, 4249 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისია: მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების შევსება შემდეგი მოწვევის პარლამენტმა უნდა განახორციელოს

"ვენეციის კომისია" საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც კომისიის რეკომენდაციაშია აღნიშნული, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა უნდა აირჩიოს, რომელიც სასამართლოს სამუშაოს განსახორციელებლად სჭირდება.

"მოსამართლეების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დარჩენილი ვაკანტური ადგილების შევსება შემდეგი არჩევნების დროს დაკომპლექტებული პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების შერჩევის მეთოდი პოლიტიკურ ან პირად განხილვებს არ ეფუძნებოდეს", - აღნიშნულია რეკომენდაციაში.

რეკომენდაციის მე-16 პუნქტის თანახმად, ახალი მოსამართლეების რაოდენობის შერჩევა უზენაეს სასამართლოსტან კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს.

"რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 18-დან 20-მდე პოზიციის ნახევარს, რომელიც იქნება ვაკანტური", - წერია პუნქტში.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, არამოსამართლე კანდიდატებს, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდეთ.

"ამისთვის მათ 2 დამატებითი კრიტერიუმის დაკმაყოფილება უწევთ. ამ დროს ასეთი კანდიდატები 2 დაბრკოლების წინაშე დგებიან. ერთ-ერთი ასეთი დაბრკოლება არის ის რომ მათ სასამართლო კვალიფიცირების გამოცდა გაიარეს. ეს უნდა გადაიხედოს, რადგან მხოლოდ სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი შეიძლება ჩაითვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად. ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირი, არ უნდა იყოს იძულებული გაიაროს დამატებითი გამოცდა, რათა დაამტკიცოს, რომ სამართლის საკითხებში ერკვევა", - ნათქვამია რეკომენდაციაში.

კომისია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებში აქცენტი უფრო დიდ ასაკზე და კანდიდატის გამოცდილებაზე, მსჯელობაზე, დამოუკიდებლობაზე, მრავალფეროვნებაზე უნდა გაკეთდეს და დასძენს, რომ ამ კრიტერიუმებს ყველა მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს, თუმცა როდესაც საუბარი უზენაეს სასამართლოზეა, ჩამოთვლილი თვისებების დაკმაყოფილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. 

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, უნდა გამოირიცხოს ამ კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის ყველა პროცედურიდან", - წერია რეკომენდაციაში. 

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics