12:45 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 13:08:29, 2144 ნახვა

სამართალი
ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები გზებზე შსს-ს კამპანიის ფარგლებში დამონტაჟდა

კამპანია, რომლის ფარგლებშიც გზებზე ამობრუნებული ავტომობილების ინსტალაციები დამონტაჟდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა.

როგორც დღეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა,

კამპანიის მიზანი საზოგადოების თითოეული წევრის კომფორტის ზონიდან გამოგვეყვანა იყო.

„ჩვენი ძირითადი მიზანი იმ კამპანიისთვის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, იყო ჩვენ თვითონ და საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. ნაწილობრივ ჩვენ ეს შევძელით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის ძალზედ მკაცრი კრიტიკისთვის, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლა კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა, მინდა გითხრათ, კოლეგებო, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics