04:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 12:46:31, 1140 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე „ოცნებას“: ეთანხმებით თუ არა ივანიშვილს, რომ გირგვლიანის საქმეში კანონი შავულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ?!

შალვა შავგულიძე არის სიმბოლო სიმართლისთვის ბრძოლის, სამართლიანობისა და პრინციპულობის, და სწორედ ამიტომ დაგამარცხებთ თქვენც მურუსიძიანად, როგორც არჩევნებზე ისე, მორალურადაც ნებისმიერ დისკუსიაში, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ სამარლამენტო უმრავლესობის წევრებს, პლენარულ სხდომაზე მიმართა.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და „ოცნების“ წევრებს მიმართა, ეთანხმებიან თუ არა მათი პარტიის ლიდერის განცხადებებს შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს, ვრცელი ინტერვიუთი სხვადასხვა გზავნლები და მორიგი სხვადასხვა მარგალიტები გვამცნო. მაგრამ განსაკუთრებით, ჩემი ყურადღება მიიპყრო მისმა ერთ-ერთმა, ნამდვილად გამორჩეულმა გამონათქვამმა. მან განაცხადა, რომ სანდრო გირგლიანის საქმეზე  კანონი შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ. ეს არის ციტატა, რომელიც მან თქვა.  ივანიშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავე ყოფილა თურმე მისი ადვოკატი, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაამარცხა მაშინდელი ხელისუფლება და პირდაპირ ადვოკატად მოგვევლინა ბატონი ივანიშვილი ლევან მურუსიძის, რომელიც უზენაეს სასამართლოში განიხილავდა გირგვლიანის საქმეს და რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო გარანტირებული აღნიშნულ საქმეში.

თქვენი შეფასება მართლა მაინტერესებს ეთანხმებით თუ არა თქვენი პარტიის ამ განცხადებას, იზიარებთ თუ არაა იმ განცადებას, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე იყო არა მურუსიძე, არამედ შავგულიძე?! ეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი არც მორალური ღირებულები არსებობს და არის ცალსახა ფარისევლობის ზეიმი. რადგან ივანიშვილისთვის ერთადერთი ღირებულება არის სასამართლოს გაკონტროლება. შალვა შავგულიძე კი არის სიმბოლო, სწორედ სიმართლისთვის ბრძოლის, არის სიმბოლო სამართლიანობისა და პრინციპულობის და სწორედ ამიტომ დაგამარცხებთ თქვენც მურუსიძიანად, როგორც არჩევნებზე ისე, მორალურადაც ნებისმიერ დისკუსიაში“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ოთარ კახიძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics