2019-04-15 22:44:36, 2818 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - საშინელებაა პარიზის ტაძრის ხანძრის ყურება, საჭიროა სწრაფი მოქმედება
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს, ტვიტერით ეხმაურება.
" რა საშინელებაა, პარიზში ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში მასიური ცეცხლის ყურება. იქნებ, მფრინავი წყლის ავზები იქნას გამოყენებული მის ჩასაქრობად. საჭიროა სწრაფად მოქმედება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსის სამრეკლო ჩამოინგრა. "ფრანცპრესის" ცნობით, ხანძარმა ტაძრის სახურავი გაანადგურა. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დატოვონ და გზა გაუთავისუფლონ საგანგებო სამსახურების ტექნიკას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,