12:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 13:15:53, 2044 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს  (Mr. Tao Zhang) შეხვდა.

 მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, რომელიც სრულად უჭერს მხარს მთავრობის რეფორმების გეგმას. იმსჯელეს  ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე წელს და საშუალოვადიან პერიოდში, მიმოიხილეს  სტრუქტურული რეფორმების დინამიკა.

 „ძალიან კარგი დისკუსია გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, აღწევს დიდ პროგრესს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი როგორც ყოველთვის, გააგრძელებს მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, სავალუტო ფონდის პროგრამის ჩათვლით, ძალიან კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ.

 შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics