|
2019-04-13 17:46:39, 1946 ნახვა
პოლიტიკა
დავით მაღრაძე: ჩვენი ამოცანაა „ქართული ოცნება“ ისე გავუშვათ, რომ ენმ არ დავაბრუნოთ
ჩვენი ამოცანაა, „ქართული ოცნება" ისე გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ ფილარმონიაში გამართულ შეკრებაზე განაცხადა. როგორც მაღრაძემ განაცხადა, დავით მაღრაძის თქმით, მათი დამსახურებაა, რომ „ბრძოლის ველზე გამოსვლა“ სხვებმაც შეძლეს. „შეშფოთებულმა იმით, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ჩვენი ამოცანა ასე ჩამოყალიბდა: ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს ხელმძღვანელობს, ხელისუფლებიდან ისეთნაირად გავუშვათ, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც საქართველოს ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა. სიტუაცია ჩვენი აზრით, ჩვენი თვალსაწიერიდან ისეთადაა დანახული, რომ შეიძლება მოახლოებული იყოს ბევრი საფრთხე, რომელიც გვინდა ავიცილოთ და არჩევნებზე უფრო მხნედ წავიდეთ. არჩევნებზე წელგამართულები გვინდა წავიდეთ და ხმა მივცეთ არა ვინმეს დასაჩაგრად და დასაბლოკად, არამედ იმედი გვქონდეს ვიღაცის, ისეთის ვინც ჩვენს გულისტკივილს მერე პოლიტიკაში მიიტანს. ეს არის მთელი ჩვენი განზრახვა. ამ ორი პარტიიდან დღეს, ვერც ერთი ვერ ტოვებს იმის შთბეჭდილებას, რომ ჩვენს საწადელს და გულისწუხილს მიიტანს ქართულ პოლიტიკაში და თავის ენერგიას მოახმარს იმას, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე გათენდეს“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)