|
2019-04-13 15:59:04, 1596 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი - ეროვნული ამოცანაა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ ენმ არ დაბრუნდეს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მან თანამოაზრეებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა არა კობახიძის, არამედ ივანიშვილის გამო დატოვა. მისივე თქმით, ეროვნული ამოცანაა, ისე ჩამოაშორონ ივანიშვილი ხელისუფლებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს. „რაც ვთქვი, რის გამოც დამიჭირა მხარი საბურთალოს მოსახლეობამ, ისევ იმ იდეალებზე ვდგავარ. ისინი დაშორდნენ მოსახლეობას, ისინი დაშორდნენ ხალხს, ამომრჩევლებს. მართლა გგონიათ, რომ კობახიძის ან ხელის ბიჭების გამო დავტოვეთ უმრავლესობა? რა თქმა უნდა არა,უმრავლესობა დავტოვეთ ბიძინა ივანიშვილის გამო. ბოლო დღემდე იმედს ვიტოვებდით, რომ დაფიქრდებოდა ეს ადამიანი, შეცვლიდა თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ მან ეს ყველაფერი იმედის პირდაპირ ეთერში გააფორმა. შესაბამისად, დღეს დგას ასეთი ამოცანა, ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს. ეს არის ეროვნული ამოცანა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)