15:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-13 12:25:08, 2056 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: „Standard & Poors“-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა

"საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "S&P"(Standard & Poors) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, ხოლო რეიტინგი დაადასტურა კვლავ „BB-„ - ის დონეზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ რეიტინგის ზრდა ძალიან ახლო პერსპექტივაა და 2019 წლის ნოემბერში, როდესაც  "S&P"-ი მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს, შესაძლებელია საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ამ სააგენტოს საქართველოსთვის 2011 წლის ნოემბრის შემდეგ არც რეიტინგი შეუცვლია და არც - პერსპექტივა. სარეიტინგო კომპანია „S&P" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისა და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, "S&P"-ის პოზიტიური შეფასება დაკავშირებულია იმასთან, რომ „სააგენტოში დაინახეს საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში მიმდინარე რეცესიისგან დამოუკიდებლად, აგრეთვე აღნიშნეს ძალიან გააზრებული რეფორმების პროგრამა, წარმატებული და გამართული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მთავარი მოწყვლადობა საგარეო თვალსაზრისით კვლავ ხაზგასმულია. გიორგი ქობულიას განცხადებით, „საქართველოს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ევროკავშირის სახელმწიფოები, მოსალოდნელია რეცესიის პროცესის გაგრძელება, ამიტომ  "S&P"-ში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ გაიზრდება ჩვენი საექსპორტო მიმართულება, ამიტომ ჩვენთვის ექსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სარეიტინგო კომპანიის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics