15:50 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 14:37:50, 2002 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: წყლის, ქარისა და მზის რესურსი ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ, რომ არ დავდგეთ გამოწვევების წინაშე

„ვათვითცნობიერებთ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის კვალობაზე ძალიან მაღლა დგას და ვითარდება ადამიანის უფლებების დაცვის,  ასევე გარემოს დაცვის სტანდარტები,  ამ კუთხით საუკეთესო ევროპულ მაგალითებსაც ვუტოლდებით, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია მეტი მუშაობა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული დიალოგი მოსახლეობას, ინვესტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს  შორის. საბოლოო ჯამში, ყველა ამ სოციალური ასპექტის გათვალისწინებით ინვესტიციები უნდა დაჩქარდეს და ადგილობრივი  ენერგეტიკის წყაროები განვითარდეს. თუ ჩვენი სიმდიდრე - წყლის, ქარისა და მზის რესურსი ეფექტიანად არ  გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ფერხდება ზოგჯერ რომელიმე ენერგეტიკული პროექტი, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ასეთი პრობლემა ყოველთვის კომპლექსურია და არ არის ერთ კონკრეტულ ასპექტზე დამოკიდებული. „ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი, ჩვენი საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკა ყოველთვის არის  ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მოხდა გარკვეული აცდენა  სოციალური პრობლემის გათვალისწინებასთან. ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და დიალოგია საჭირო, ამას ინვესტორებიც ათვიცნობიერებენ.  ჩვენ როლს ვხედავთ ამ დიალოგის ფასილიტაციაში ანუ ეს ორი კომპონენტი - სოციალურ/ეკოლოგიური მხარე და საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა დაეწიოს ერთმანეთს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავამ დღეს სასტუმრო „შერატონში"  კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა თუ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics