14:21 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 18:55:55, 1738 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია - ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება

საქართველოში ტექსტილისა და ავეჯის მწარმოებელი კლასტერების შექმნის შესახებ კვლევის შედეგები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლებიც ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებს გააცნეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

შეხვედრის შედეგების შეჯამებისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს აქვს ორივე სექტორის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. გიორგი ქობულიას თქმით, ტექსტილის შემთხვევაში საუბარი იყო უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების საწარმოების შექმნაზე, ავეჯის შემთხვევაში კი - მასიური ხის ავეჯის წარმოების სპეციალიზებაში.

„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ორივე მიმართულებით ევროკავშირი  კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება. ამ მიზნით ევროკავშირი გამოგვიყოფს საერთაშორისო დონის ექსპერტებს, რომლებიც გააერთიანებენ ქართველ მწარმოებლებს თითოეულ სექტორში, დაეხმარებიან მათ,  აამაღლონ წარმოების ეფექტურობა, შემოიტანონ ახალი ტექნოლოგიები წარმოებაში და რაც ყველაზე მთავარია, იპოვონ მყიდველები და აითვისონ ევროკავშირის ბაზარი. იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა უახლოეს ხანებში ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა
ოცნების ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვისოლს უნდა რომ წვრილმანი კომპანიები მოახრჩოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics