|
2019-04-11 17:46:34, 1977 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს, ვიჯაი აიერს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივას. „გვქონდა ძალიან პროდუქტიული დიალოგი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და მის გუნდთან. ჩვენ მოუთმენლად ველით MIGA-ს პროდუქტების ფართოდ გამოყენებას, რათა საქართველომ ისარგებლოს კერძო ინვესტიციების მოზიდვით, როგორც ინფრაქტრუქტურულ, ასევე სხვადასხვა პროქტებში",- აღნიშნა MIGA-ს ვიცე-პრეზიდენტმა. MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქმიანობას ახორციელებს წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. MIGA-ს მიერ რისკების დაზღვევის მექანიზმი ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას, მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)