11:07 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 18:06:22, 1837 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია მსოფლიოს ერთ-ერთი მასშტაბური ტურისტული გამოფენის ITB Berlin - ის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მმართველ მენეჯერებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს აღნიშნული გამოფენის ფარგლებში საქართველოსთვის გამოფენის ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.

შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

გერმანელი სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ თბილისსა და მცხეთას, ეწვევიან თელავს, წინანდალს და სიღნაღს.

ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე ITB Berlin-ის ყოველწლიურად  180-ზე მეტი ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს. გამოფენაზე საქართველო ყოველწლიურად არის წარდგენილი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics