18:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 13:22:05, 2946 ნახვა

მსოფლიო
​სტრასბურგმა რუსეთს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისთვის დაახლოებით 23 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

ამის შესახებ ალექსეი ნავალნი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს:

„ახლახანს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ის შინაპატიმრობა, რომელშიც 2014 წელს ვიმყოფებოდი, უკანონო იყო. დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის შემდეგი პუნქტები: მე-5 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), მე-10 (აზრის გამოხატვის თავისუფლება), მე-18 (პოლიტიკური მოტივი). ვულოცავ ჩვენი იურისტების ჯგუფს და ყველა სამართლიან ადამიანს, ვინც მხარს გვიჭერდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ყველა იმ ადამიანზე რუსეთში, რომლებიც ასეთი უსამართლობის მსხვერპლნი არიან“, - წერს ნავალნი.

გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა სასამართლოს გვერდზეც გამოქვეყნდა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსიოპოზიციონერი 20 ათას ევროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, კიდევ 2,7 ათას ევროს კი, სასამართლო ხარჯების დასაფარად მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნი კომპენსაციის სახით 100 ათას ევროს ითხოვდა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ნავალნის დევნა მისი პოლიტიკური აქტივობებით იყო განპირობებული და შინაპატიმრობაში მას საზოგადოებრივი აქტივობის შეზღუდვის მიზნით ამყოფებდნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics