|
2019-04-05 15:23:28, 2100 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე - ხაზარაძე და ჯაფარიძე ხშირად ამბობენ, რომ ბანკი წაართვეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება
„ეროვნული ბანკის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობით და არასწორი ინფორმაციების გავრცელების მცდელობით, არანორმალური პროცესია“, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, „თიბისის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების საუბარი იმაზე, რომ მათ ბანკი „წაართვეს“, სიმართლეს არ შეესაბამება. „ეროვნული ბანკის საქმიანობისათვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობით და არასწორი ინფორმაციების გავრცელების მცდელობით, არანორმალური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა ხშირად ამბობენ, რომ თითქოს მათ ბანკი წაართვეს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დამფუძნებელი აქციონერების წილები ბანკში არის უცვლელი, მათი თანამდებობები ბანკის მშობელ კომპანიაში, TBC BANK PLC საბჭოში ასევე უცვლელია, მათ კვლავ აქვთ ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომის ძირითადი მიზანი კი აქციონერების ბანკის საოპერაციო საქმიანობიდან დისტანცირება იყო, რაც საუკეთესო კორპორაციული მართივს ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)