|
2019-04-05 12:24:54, 1748 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ბულგარეთთან, შესაძლოა, ავეჯის საერთო კლასტერი შეიქმნას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბულგარეთში ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა, რომლის დროსაც მან შეხვედრები ბულგარეთის ეკონომიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრებთან გამართა. გიორგი ქობულიამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, თანამშრომლობაზე ტრანსპორტის სფეროში. „ბულგარეთი არის კარიბჭე ჩვენთვის ევროპაში და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გავამყაროთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი ბულგარეთთან. ეს ეხება როგორც საბარჟო, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. კიდევ ერთი მიმართულება, რომლის თაობაზეც შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა, ჩვენ გვქონდეს უფრო ეფექტური ციფრული კავშირი როგორც წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რაც საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის სტრატეგიაში დაეხმარება. ქართველმა და ბულგარელმა მინისტრებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. ხაზი გაესვა პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების აუცილებლობას თბილისსა და სოფიას შორის. ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობას მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის, რომლის დროსაც შეთანხმდნენ არსებული გამოცდილების გაზიარებაზე. აღინიშნა ისიც, რომ საქართველო - ბულგარეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება „ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც მხარეებმა გაამახვილეს ყურადღება, ავეჯის წარმოებაში შესაძლო კლასტერის შექმნა იყო, სადაც ბულგარეთს დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენს ავეჯის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ მათთან თანამშრომლობით მეტ ეფექტურობას მიაღწიონ და ევროკავშირის ბაზარზე შევიდნენ", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბულგარეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)