20:45 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 11:41:29, 1108 ნახვა

საზოგადოება
იაპონიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები: ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს

„ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე" - ამის შესახებ ტოკიოში, იაპონიის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის" სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე აღინიშნა.  ღონისძიება გამოფენის  „საქართველო – ღვინის სამშობლო" ფარგლებში გაიმართა და მას  „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის" პარტნიორი კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები  „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის" თავმჯდომარემ და კომპანია „სონის" დირექტორმა შუძო სუმიმ და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა ჰიტოში ქუსანომ გაუზიარეს.

ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე  ცნობილმა სომელიემ აძუსა სეგავამ ისაუბრა, ხოლო იაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, საინვესტიციო კლიმატისა და ქართულ-იაპონური ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის შემდეგ  სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა.

სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე.  ასევე ხაზი გაესვა, რომ ღვინის გარდა საქართელო ასევე საინტერესოა ტურიზმის, ინვესტიციების დაბანდებისა და ვაჭრობის კუთხით.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო", რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო" არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან  პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse" გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო"  10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.  

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics