|
2019-04-03 09:56:05, 2113 ნახვა
სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ თბილისში სარეგისტრაციო მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, N26-ში მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას გაუწევს. მომსახურების სააგენტოს ახალი ცენტრის გახსნას სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და სააგენტოს ოფიციალური პირები დაესწრნენ. „თბილისის სარეგისტრაციო მომსახურების ახალ ცენტრში მოქალაქეებისთვის მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხია უზრუნველყოფილი. ცენტრში განთავსებულია საექსპერტო და სარეგისტრაციო განყოფილება, ასევე, საბანკო მომსახურება, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ცენტრიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის სასურველი სერვისი. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, როგორც ახალ პროექტებზე, ასევე, არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე და ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე, მომსახურებაზე ორიენტირებულ მიმართულებებს“, - განაცხადა მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ. დღეიდან მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს ახალ ცენტრში შემდეგი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ: სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, საექსპერტო შემოწმება და საექსპერტო აქტის შედგენა, ასევე, პირველადი რეგისტრაცია და გადაფორმება. შეგახსენებთ, რომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურებისთვის განსხვავებული ტარიფი მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს 11 სტრუქტურული ერთეული და 3 მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)