07:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 15:23:38, 613 ნახვა

ეკონომიკა
მეჭიაური: არამგონია ბიუჯეტის კორექტირების პროცესი დაგვიანებული იყოს

„არა მგონია, რომ ბიუჯეტის კორექტირების პროცესი დაგვიანებული იყოს“,-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. 
მისი თქმით, შემოსვლების გეგმა შესრულებული  იყო და ბიუჯეტში  ფულის ხარჯვის პრობლემა იყო. 
„6 მილიონით შემცირდა პარლამენტის ბიუჯეტი და შევდივართ წინადადებით, რომ კიდევ ერთი მილიონი  გადაირიცხოს მთავრობის სარეზერვო ფონდში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ.  4, 5  მილიონი ლარი დააკლდა  არაფინანსური აქტივების ზრდას და მილიონ ნახევრით შემცირდა შრომის ანაზღაურება. არა მგონია, რომ ბიუჯეტის კორექტირების პროცესი დაგვიანებული იყოს“,-განაცხადა მეჭიაურმა. 
ამასთან, როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ციფრებს ჯერჯერობით არ იცნობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics