|
2019-04-01 10:06:38, 1406 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი - მძიმე დანაშაულის ნაწილში გვაქვს უცვლელი, ან კლების დინამიკა
გიორგი გახარიამ სატელევიზიო ეთერში დანაშაულის მატება-კლების შესახებ ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მძიმე დანაშაულების მხრივ 2001 წლის შემდეგ, შარშან ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა. „მძიმე დანაშაულის ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ ჩვენ გვაქვს უცვლელი, ან კლების დინამიკა. ვსაუბრობთ მკვლელობებზე, სხეულის მძიმე დაზიანებებზე, ყაჩაღობებზე და ა.შ. აქ, სადაც საქმე ეხება ორგანიზებულ ან მძიმე დანაშაულს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი 2001 წლიდან - 2017 და მათ შორის 2018 წლებიც. ისეთი დანაშაული როგორიც არის საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული, ვგულისხმობ სხეულის მსუბუქ დაზიანებებს, ხოლო საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულში ვგულისხმობ ძირითადად ქურდობებს, აქ გვაქვს გარკვეული ზრდა. ეს ზრდა ახსნადია სხვადასხვა თემებით და კიდევ ერთხელ, რომ არ მივცე სპეკულირების საშუალება ჩვენ ოპონენტებს, არ ვამბობ იმას რომ ეს ზრდა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკის გაუმჯობესებით, ვამბობთ, რომ აქ არის უფრო სიღრმისეული პრობლემებიც. დღეს ქვეყანაში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების 62% მოდის ასეთ დანაშაულზე, უფრო მარტივად რომ ვთქვა 1/3 დანაშაულის ეს არის ქურდობა. ყოველი მესამე დანაშაული, ეს არის ქურდობა მიუხედავად იმისა რამდენად მძიმეა. შეიძლება იყოს ელემენტარული წვრილმანი დანაშაული, მაგრამ ჩვენ ამას ვარეგისტრირებთ. ხშირ შემთხვევაში ხდება აღრევა მაგალითად ყაჩაღობის და ქურდობის. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა დნმ-ის მატარებელი დანაშაულია, სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. შემიძლია აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა ქურდობა და ეს როგორც მოგახსენეთ ეს არის ყოველი მესამე დანაშაული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)