|
2019-03-27 18:31:57, 1602 ნახვა
სამართალი
ქართული პროდუქცია იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 11 ქართველი დიზაინერის პროდუქცია ქ. ტოკიოში, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაზე „Fashion World Tokyo 2019'' იქნება წარმოდგენილი. ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას წარადგენს თერთმეტი ქართული ბრენდი, კერძოდ: „ელსელემა“, „ევროტექსი“, „აკა ნანიტა“, „MAMMY BAG”, “ფაფანაკი“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, „ქეთი ჩხიკვაძე“, „Fashion House Tamuna Ingorokva”, “ავთანდილი“, „ლალო“ და “Cecilie”.. მნიშნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე, მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები. საერთაშორისო გამოფენა რომელიც 27-დან 29 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, 1981 წლიდან დღემდე მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენას 25 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 40 ქვეყნიდან 750-ს აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)