|
2015-06-23 09:33:19, 2076 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: სამწუხაროა, რომ 3 ადამიანი ვერც ცოცხალი და ვერც დაღუპული კვლავ ვერ მოიძებნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ ეტაპზე 3 დაკარგული ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ამასთან, მისივე თქმით, დაკარგულ ცხოველებს კვლავ ეძებენ და ამ ეტაპზე არ შეუძლიათ თქმა, ცოცხლები არიან თუ არა ისინი. "ცხოველების ძებნა კვლავ მიმდინარეობს. ვერ დავადასტურებთ ცოცხლები არიან თუ მკვდრები არიან ეს ცხოველები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ 3 ადამიანი კიდევ ვერ მოიძებნა ვერც ცოცხალი და ვერც დაღუპული. ყველა ტენქიკასთან თითო მაშველი არის ე.წ. ექსკავატორზე, რომ თუ რამე აღმოჩნდება გაჩერდეს სამუშაოები და ხელით დაიწყონ დამუშავება",-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. რაც შეეხება მიმდინარე გამწენდით სამუშაოებს, გომელაურის განმარტებით, ჩამოტანილი ნარჩენებისა და სხვადასხვა მასალის უმეტესი ნაწილი უკვე გატანილია. "შსს-ს ძალები უფრო მეტად გადართულია მზიურის ტერიტორიაზე, თუმცა სამაშევლო სამსახური ყველგანაა განაწილებული, როგორც სვანიძის ქუჩაზე, ყველა მიმართულებით. უმეტესი ნაწილი ჩამოტანილი ნარჩენების გატანილია",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)